საერთაშორისო აქტივობა 2020-2023

  1. ევროპის ქვეყნების უროლოგიურ ასოციაციათა ყოველწლიური მუშა შეხვედრა, ნორდვაიკი, ჰოლანდია, 2023 წლის 9-10 ივნისი. სუა-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრები არჩილ ჩხოტუა და ალექსანდრე ხელაია მონაწილეობას მიიღებენ ორდღიან მუშა შეხვედრებში ევროპის უროლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელებთან და სხვა ქვეყნების უროლოგიური ასოციაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრების მიზანი იქნება  ევროპის ქვეყნების შესაბამისი ასოციაციების გამოცდილების შესწავლა, გაზიარება და პრაქტიკაში დანერგვა და ამ გზით საქართველოში უროლოგიური სერვისის გაუმჯობესება.
     
  2. უროლოგთა მსოფლიო საზოგადოების პირველი რეგიონული, უროლოგიური კონგრესისტამბოლი, 2022 წლის 10-12 ინვისი. სუა-ის გენერალურმა მდივანმა, პროფ. არჩილ ჩხოტუა მონაწილეობდა ექსპერტების სესიაში, რომელიც მიეძღვნა განსაკუთრებულად რთული კლინიკური შემთხვევების ანალიზს. იგი ასევე თავმჯდომარეობდა ვიდეო სესიას პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდების ენდოსკოპიური მკურნალობის სახვადასხვა მეთოდების  შესახებ.

https://www.facebook.com/GUAUROLOGY/posts/pfbid0WG8KGmXhVsNJCKhdvAa1WeJJKLrQAQyVwoASswRccbZ1SQr1B6csmf6GGJ911vMl                                                                                                                                                                                                                             

  1. ევროპის უროლოგთა ასოციაციის საერთაშორისო კონგრესი, სტამბოლი, 2022 წლის 26-28 მაისი. სუა-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, მედიცინის დოქტორმა დავით ნიკოლეიშვილმა, .. "ცოცხალი ქირურგიის" სესიის ფარგლებში, წარმატებით შეასრულა რთული ლაპაროსკოპიული ოპერაცია ორიგინალური მეთოდიკით. დავით ნიკოლეიშვილი თავმჯდომარეობდა ვიდეოსესიას და მოხსენებით გამოვიდა კონფერენციაზე. სუა-ის გენერალური მდივანი, პროფესორი არჩილ ჩხოტუა თავმჯდომარეობდა სხდომას, რომელიც მიეძთვნა შარდ-კენჭოვანი დაავადების აქტუალურ საკითხებს.     

https://www.facebook.com/photo/?fbid=2063371313843842&set=pcb.2063371653843808

https://www.facebook.com/photo?fbid=2063371360510504&set=pcb.2063371653843808

https://www.facebook.com/photo?fbid=2063371387177168&set=pcb.2063371653843808

https://www.facebook.com/photo?fbid=2063371287177178&set=pcb.2063371653843808

  1. კავკასია-ცენტრალური აზიის სექციის კონფერენცია, ევროპის უროლოგთა ასოციაციის ყოველწლიური კონგრესის ფარგლებში, ამსტერდამი, 2022 წლის 1 ივლისი. კონფერენციას თავმჯდომარეობდნენ პროფესორები მ. ბაბიუკი (ჩეხეთი) და სუა-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი დავით ნიკოლეიშვილი. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა 3 სამეცნიერო სესია, რომლებსაც თავმჯდომარეობდნენ სუა-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრები: ზაზა ჭანტურაია და არჩილ ჩხოტუა. დავით ნიკოლეიშვილი წარსდგა მოხსენებით შარდის ბუშტის კიბოს ლაზერით მკურნალობის შედეგებბის შესახებ.

https://faculty.uroweb.org/faculty/EAU22/event-session/12172

  1. უზბეკეთის უროლოგთა ასოციაციის კონგრესი "თანამედროვე უროლოგიის აქტუალური საკითხები", ტაშკენტი 2022 წლის 6-7 მაისი. საქართველოს უროლოგთა ასოციაციის სესიაზე, ასოციაციის გენერალური მდივანი, პროფესორი არჩილ ჩხოტუა წარსდგა მოხსენებით "პარციალური ნეფრექტომიის ქირურგიული მეთოდების შედარება".
     
  2. ევროპის ქვეყნების უროლოგიურ ასოციაციათა ყოველწლიური მუშა შეხვედრა, ნორდვაიკი, ჰოლანდია, 2022 წლის 6-7 მაისი. სუა-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრები ზაზა ჭანტურაია და ალექსანდრე ხელაია მონაწილეობდნენ ორდღიან მუშა შეხვედრებბში ევროპის უროლოგთა ასოციაციის მმართველი სტრუქტურების წარმომადგენლებთან და სხვა ქვეყნების უროლოგიური ასოციაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრების თემა იყო საქართველოში უროლოგიური სერვისის გაუმჯობესება, ევროპის ქვეყნების შესაბამისი ასოციაციების გამოცდილების შესწავლა, გაზიარება და პრაქტიკაში დანერგვა.
     
  3. კავკასია-ცენტრალური აზიის სექციის ონლაინ კონფერენცია, ევროპის უროლოგთა ასოციაციის ყოველწლიური კონგრესის ფარგლებში, ამსტერდამი, 2021 წლის 8 ივლისი. კონფერენციას თავმჯდომარეობდნენ პროფესორები ჰ. ვან პოპელი (ბელგია) და სუა-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი დავით ნიკოლეიშვილი. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა 2 სამეცნიერო სესია. ერთ-ერთ სესიას თავმჯდომარეობდა სუა-ის გენერალური მდივანი არჩილ ჩხოტუა. სუა-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ამბროსი პერტია წარსდგა მოხსენებით შარდის ბუშტის ინვაზიური კიბბოს ქირურგიული მკურნალობის ორიგინალური მეთოდიკის შესახებ.
     
  4. რუსეთის უროლოგთა ასოციაციის ყოველწლიური, ონლაინ კონგრესი, 2020 წლის 29 ნოემბერი. კონგრესზე სუა-ის სესიაში, მოხსენებებით წარსდგნენ სუა-ის წევრები: არჩილ ჩხოტუა, დავით ნიკოლეიშვილი, ალექსანდრე უჯმაჯურიძე, ამბროსი პერტია და გიორგი ხვადაგიანი. მათ წარმოადგინეს რიგი უროლოგიური დაავადებების საქართველოში მკურნალობის მეთოდები და მათი შედეგები

https://www.facebook.com/GUAUROLOGY/photos/a.516101111904211/1654269288087382/

  1. უროლოგთა მსოფლიო საზოგადოების 41-ე ყოველწლიური კონგრესი, დუბაი 2021 წლის 10-14 ნოემბერი. სუა-ის გენერალური მდივანი, პროფესორი არჩილ ჩხოტუა წარსდგა მოხსენებით თირკმლის კიბოს მკურნალობის ქირურგიული მეთოდების შესახებ.
     
  2. ევროპის ქვეყნების უროლოგიურ ასოციაციათა ყოველწლიური ონლაინ შეხვედრა, 2020 წლის 12 ივნისი. სუა-ის გენერალური მდივანი, არჩილ ჩხოტუა მონაწილეობდა ონლაინ შეხვედრებში ევროპის უროლოგთა ასოციაციის მმართველი სტრუქტურების წარმომადგენლებთან და სხვა ქვეყნების უროლოგიური ასოციაციების ხელმძღვანელებთან. შეხვედრების მიზანი იყო  ევროპის ქვეყნების შესაბამისი ასოციაციების გამოცდილების შესწავლა, გაზიარება და პრაქტიკაში დანერგვა და ამ გზით საქართველოში უროლოგიური სერვისის გაუმჯობესება.
     
  3. ევრაზიის მე-10 ურო-ონკოლოგიური, ონლაინ კონგრესი, 2020 წლის 27-28 ივნისი. საქართველოს უროლოგთა ასოციაცია წარსდგა მოხსენებით პროსტატის კიბოს სკრინინგის ქართული გამოცდილების შესახებ. მომხსენებელი სუა-ის გენერალური მდივანი, პროფესორი არჩილ ჩხოტუა.

https://www.facebook.com/GUAUROLOGY/photos/a.516101111904211/1465716200276026/